ერთკვირიანი მატების შემდეგ საწვავის ქართულ ბაზარზე ფასებმა იკლო

ერთკვირიანი მატების შემდეგ საწვავის ქართულ ბაზარზე ფასებმა იკლო

ერთკვირიანი მატების შემდეგ, საწვავის ქართულ ბაზარზე ფასებმა იკლო. არსებული ინფორმაციით, საცალო ქსელში საწვავის ფასი 1-დან 6 თეთრამდე გაიაფდა. "ლუკოილის" ქსელში "ევრო სუპერი" - 3 თეთრით, "პრემიუმ ავანგარდი" - 2 თეთრით, "ევრო რეგულარი" 6 თეთრით გაიაფდა.

ფასების კორექტირება მოხდა "გალფის" ბენზინგასამართ სადგურებზე.  ფასები  "პრემიუმზე" - 2 თეთრით, "ევრო რეგულარსა" და "რეგულარზე" - 6 თეთრით და დიზელზე 1 თეთრი შემცირდა.

რაც შეეხება "ვისოლს", მის ქსელში "სუპერი" - 2 თეთრით, "პრემიუმი" - 3 თეთრით, "ევრო რეგულარი" - 5 თეთრით, "რეგულარ ენერჯი" - 5 თეთრით გაიაფდა.

შეგახსენებთ, საქართველოში საწვავი ერთი კვირის წინ 7-დან 10 თეთრამდე გაძვირდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ