წყლის მოსაკრებელი მხოლოდ "ბორჯომის" და "ნაბეღლავისთვის" გასამმაგდა

წყლის მოსაკრებელი მხოლოდ "ბორჯომის" და "ნაბეღლავისთვის" გასამმაგდა

წყლის მოსაკრებელი მხოლოდ "ბორჯომის" და "ნაბეღლავისთვის" გასამმაგდა. დღეიდან "ბორჯომის" შემთხვევაში, 1 კუბურ მეტრ წყალზე მოსაკრებელი 10 ლარიდან 30 ლარამდე გაიზარდა, ხოლო "ნაბეღლავი" 6 ლარის ნაცვლად 18 ლარს გადაიხდის.

მწარმოებლები ამ ტვირთის საცალო ფასზე ასახვას არ გამორიცხავენ, "ნაბეღლავში" აღნიშნულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებენ და ფასების მატებაზე უკვე საუბრობენ.

მწარმოებლების პოზიციას იზიარებენ უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში და აცხადებენ, რომ გადასახადის ზრდა ძლიერი დარტყმა იქნება კომპანიებისთვის და ეს მათ სამომავლო გეგმებზე აისახება.

ბიზნეს-ომბუდსმენის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მწარმოებლებმა ნაკლები ზარალი მიიღონ. კერძოდ, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის მუშავდება პროექტი, რომ დანაკარგები დაბეგვრის რეჟიმში არ მოხვდეს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ