"შემდეგ შეხვედრაზე წამსვლელი ხალხი დაფიქრდით - ამან შეიძლება ვიღაც დაჭრას კიდეც"

"შემდეგ შეხვედრაზე წამსვლელი ხალხი დაფიქრდით - ამან შეიძლება ვიღაც დაჭრას კიდეც"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრას რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"შალაბანდები ჩაარტყით ბ-ნო ბიძინა!

მეტის ღირსები არიან...

შემდეგი შეხვედრებისთვის გაემზადონ: ჯერ მასწავლებლები, შემდეგ ექიმები...

ყველას გასწავლით ჭკუას ბ-ნი ბიძინა.

ძალიან ჭკვიანი რომ არ იყოს 8 მილიარდი კი არ ექნებოდა.

როგორ იკავებს თავს, როგორ ცდილობს...

თქვენ წარმოგიდგენიათ, კამერების გარეშე მიშაზე როგორ ბრაზდება ალბათ...

კარგია, რომ მიდის...

ამის დარჩენა როგორ შეიძლება, რა დღეში აქვს ნერვები...

ალბათ წინა შეხვედრის შემდეგ, კმაყოფილმა წამოიძახა: ჰა, ნახეთ რა დღეში ჩავყარე ექსპერტები?!

იქ, დაბნეულებმა და შეშინებულებმა თავები უქნიეს...

ჰოდა ამანაც გადაწყვიტა ამჯერად "ჟურნალიუგებს" ასწავლოს ჭკუა.

რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილს გაეროში ჰქონდა გამოსვლა.

დღეს, ბიძინა ივანიშვილი ხვდება ჟურნალისტებს.

შემდეგ შეხვედრაზე წამსვლელი ხალხი დაფიქრდით...

ამან შეიძლება ვიღაც დაჭრას კიდეც.

ამას რომ ფული არ ჰქონდეს, სოფელში გასვენების თავკაცობას არ ანდობდნენ...

დააკვირდით, ჟურნალისტები ფეხებს არ ამოძრავებენ.

ეშინიათ, იატაკი შემთხვევით რომ დაიხაზოს, კაცმა არ იცის რას უზამენ", - წერს ხაჩიძე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს-ცენტრში ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს