რომელია ყველაზე ბინძური ნივთები თქვენს სახლში

რომელია ყველაზე  ბინძური ნივთები თქვენს სახლში

რომელია ყველაზე  ბინძური ნივთები თქვენს სახლში? არიზონას უნივერსიტეტის ბიოლოგმა ჩარლზ გერბმა ყველაზე ბინძური ნივთების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი მიკრობი სამზარეულოს ხის დასაჭრელ დაფაზეა. ამ ნივთზე მიკრობების რაოდენობა 200-ჯერ აღემატება უნიტაზის დასაჯდომზე არსებული მიკრობების რაოდენობას.  ბიოლოგი გვირჩევს, რომ დაფის გარეცხვის შემდეგ მას 5%- იანი ძმარი ან სპირტი გადავავლოთ.

მეორე ადგილზე მიკრობების სიჭარბით სახლის ტელეფონის ყურმილია, მას ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი მოსდევს.

მეოთხე ადგილზეა საშხაპის ფარდა, რომელსაც ხშირად, დალაგების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ.  სახლში მომდევნო ყველაზე ბინძური ნივთი სამზარეულოსა და საპირფარეშოს ნაგვის ყუთებია.

სიაში მეექვზე პოზიციაზე ჭურჭლის სარეცხი მანქანაა. მისი კარი, ისევე როგორც მაცივრის კარი, მირობებისთვის საუკეთესო "თავშესაფარია".

სიას სარეცხი მანქანა ასრულებს. კვლევამ აჩვენა, რომ რეცხვის შემდეგ გადარჩენილი მიკრობები მანქანის შიგთავსში რჩება, ამიტომ სასურველია თუკი თვეში ერთხელ მანქანის შიგთავსს ცხელი წყლითა და ძმრით გამოასუფთავებთ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს