მეცნიერებმა გახდომის ახალ მეთოდს მიაგნეს

 მეცნიერებმა გახდომის ახალ მეთოდს მიაგნეს

წონაში დაკლებას ხელს უწყობს დღიურის წარმოება - ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომლებიც ჭარბწონიანი სტუდენტების ქცევას აკვირდებოდნენ.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 45 ჭარბწონიანი სტუდენტი მონაწილეობდა.  მკვლევარებმა  გოგონების ერთ ნაწილს სთხოვეს, დღიურის წერისთვის დღეში 15 წუთი დაეთმოთ და იქ ცხოვრებისეული ღირებულებების შესახებ ეწერათ.

მეორე ჯგუფს კი სთხოვეს, დღიურში დაეწერათ თემებზე, რაც  შესაძლოა, მათთვის არა, მაგრამ სხვებისთვის ყოფილიყო მნიშვნელოვანი.

4 თვის შემდეგ წონის კონტროლმა აჩვენა, რომ მათ, ვინც დღიურში მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წერდნენ, საშუალოდ 1.5 კგ-ით  დაიკლეს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკუთარ ღირებულებებზე ფიქრი, მათი ჩაწერა, დადებით გავლენას ახდენს ადმიანებზე.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს