მეცნიერები: პლასტიკური ოპერაციები ცხოვრების ხარისხზე დადებითად მოქმედებს

მეცნიერები: პლასტიკური ოპერაციები ცხოვრების ხარისხზე დადებითად მოქმედებს

სახის კოსმეტიკური პლასტიკა, კერძოდ, ცხვირის ფორმის ან ქუთუთოების კორექცია, როგორც ცნობილია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს არ მიეკუთვნება. მაგრამ, ასეთი ქირურგიული ჩარევა აზრს მოკლებული მაინც არ არის.

ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოს დოქტორი ჯოზეფ სობანკო ირწმუნება, რომ ზოგჯერ პაციენტები გარეგნობის უმნიშვნელო გაუმჯობესების შემდეგაც კი თავს უკეთ გრძნობენ. სობანკოს თქმით, ფაქტობრივად, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც იგი მსგავს ოპერაციებს აკეთებს.

საკითხის უკეთ შესასწავლად, მან და მისმა კოლეგებმა 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს, რომლის ძირითადი თემატიკა პაციენტების ცხოვრების ხარისხზე კოსმეტიკური პროცედურების გავლენის კვლევა იყო.

ნაშრომთა უმეტესობა ზოგადად კოსმეტიკურ ოპერაციებს ეხებოდა და არა რომელიმეს კონკრეტულად. შედეგებმა აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ ბევრი ადამიანი საკუთარი ცხოვრების ხარისხით კმაყოფილი იყო და თავს უკეთ გრძნობდა.

როდესაც ცალკეული კოსმეტიკური ოპერაციები გააანალიზეს, მაშინ ყველაზე "შედეგიანი" ცხვირის ფორმის კორექცია და ქუთუთოების გადაჭიმვა აღმოჩნდა. ასეთ ოპერაციაგადატანილ ადამიანებს თვითშეფასება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. 

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს