აჩიკო ნიჟარაძე - "თავისუფლება ხელოვნებას! მოგვეცით საშუალება, თავისუფლად ვიმუშაოთ"

აჩიკო ნიჟარაძე - "თავისუფლება ხელოვნებას! მოგვეცით საშუალება, თავისუფლად ვიმუშაოთ"

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელოვნების პოლიტიკური ცენზურისგან გათავისუფლებას ითხოვს და წერს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას მხოლოდ ვიღაცის ნების გამო ვერ ახერხებდა.

"თავისუფლება ხელოვნებაააააააააააააააააააას

მოგვეცით საშუალება, რომ თავისუფლად ვიმუშაოთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ჩვენი საქმით ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. ამდენი წელია ვერაფრით ვერ მოვახერხე საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის მიღება იმიტომ, რომ ვიღაცას არ სურდა რომ მე მეღერა. პირველად ორი თვის წინ მივიღე მონაწილეობა პირველ საერთაშორის კონკურსზე და 21 ქვეყანას შორის 2 ადგილი დავიკავე ბელარუსიაში (სლავიანსკი ბაზარი 2013), სულ რაღაც ერთი თვის წინ მეორედ გავემგზავრე საერთაშორისო კონკურსზე და გრამპრი ჩამოვიტანე. ესტონეთი ტალინი (Laagna Laul 2013)

ახლა თქვენ განსაჯეთ, ვინ არის ქვეყნის მოღალატე, ვინც მე და კიდევ ჩემს ბევრ კოლეგას არ უშვებდა კონკურსებზე, თუ ჩვენ ვართ მოღალატეები, ვისაც საქართველოში გრანპრი და საპრიზო ადგილები ჩამოგვაქვს?", - წერს ნიჟარაძე.

მომღერალი სოჭის ოლიმპიადაში ქართველების მონაწილეობის თემასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ოლიმპიადაზე უარის თქმით, ისევ საქართველო და სპორტსმენები დაზრალდებიან, ვინაიდან, მომღერლის აზრით, "რუსეთიდან წამოღებულ თითოეულ მედალს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას".

"მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთ თემას, რომელიც ეკა ხოფერიას გადაცემაში მოვისმინე. ქართველმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე.

ჩემი აზრით, უნდა მიიღონ მონაწილეობა და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება ბევრი მედალი წამოვიღოთ ამ ოლიმპიადიდან. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა დაჩაგროს ვინმემ.

ოლიმპიადაზე არ გასვლა და ამ სახის პროტესტი ზიანს მხოლოდ საქართველოს ოლიმპიელებს მოუტანს, ქვეყანა დაჯარიმდება და მიიღებს 8 წლიან დისკვალიფიკაციას, ასე რომ არ გვინდა სპორტსმენების გამტყუნება და მოღალატეებად შერაცხვა. ვინც იქ წავა და მედალს წამოიღებს, პირიქით, ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენი გახდება. ეს ბიჭები და გოგოები ვინც იქ მიდიან, მთელი ცხოვრებაა ამ საქმით არიან დაკავებული და მათი 8 წელი შეჩერება გამოიწვევს ამ თაობის ჩავარდნას. ასე რომ ვაცადოთ ამ ადამიანებს თავიანთი საქმის კეთება. უამრავი ადამიანის აზრი მოვისმინე და ძალიან შევწუხდი, რომ თურმე ესენი არიან პატრიოტები და ჩვენი სპორტსმენები არ არიან. თქვენი გადმოსახედიდან ნუ განსჯით მთელს ქვეყანას, არ შეიძლება ყველაფერში მართლები იყოთ. ასე რომ აცადეთ პროფესიონალებს თვითონ გადაწყვიტონ, ვინ უნდა წვიდეს და ვინ არა. ეს არ არის ვიღაცეების გადასაწყვეტი. საკმარისად ჩამოყალიბებული ადამიანები არიან ჩვენი სპორტსმენები და საკმაოდ დიდი პატრიოტიზმიც გააჩნიათ. როდესაც საქართველოს დროშის ქვეშ გამოდიხარ საერთაშორისო ასპარეზზე, იმ მომენტში შენს ქვეყანას წარმოადგენ. ასე რომ, რუსეთიდან წამოღებულ თითოეულ მედალს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას", - წერს მომღერალი.

აჩიკო ნიჟარაძე კრემლში "ერისიონის" გამართულ კონცერტთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს. მომღერლის თქმით, ეს ფაქტი მხოლოდ იმის დასტურია, რომ მტერი ვერასდროს შეძლებს ქართველი ერის განადგურებას.

"რაც შეეხება ერისიონის კონცერტს კრემლში. არც მათ ვამტყუნებ და არ ვთვლი მოღალატეებად. თუ კარგად ნახეთ ვიდეო, მთელი დარბაზი ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავს დაახლოებით 20 წუთი, ხოლო სცენაზე დგანან ჩვენი ერისიონის მოცეკვავეები ქართულ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები და ხელში საქართველოს დროშებს აფრიალებენ. მე ვთვლი, რომ მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ამ გამოსვლით, რომ საქართველო არ წაქცეულა ომის შემდეგ და საქართველო კიდევ აგრძელებს და გააგრძელებს განვითარებას და ვერანაირი მტერი ვერ გაანადგურებს ქართველ ერს. ნუ დაგვავიწყდება კიდევ ის ქართველები, რომელთა რაოდნობაც 1 000 000 შეადგენს ისინი რუსეთში ცხოვრობენ და მათაც ენატერებათ ქართული კულტურა, რატომღაც ყველას დაავიწყდა, რატომ არიან ეს ადამიანები გახიზნული სხვადასხვა ქვეყნებში. ისინიც ქართველები არიან.

ასე რომ, შევწყვიტოთ ქართველებმა ერთმანეთის ჭამა და ყველაზე ცუდის ერთმანეთში ძებნა. მივცეთ ქართულ კულტურას და სპორტს თავისუფლება. ერთმანეთის ჭამით ჩვენ ვზარალდებით და მტერი ძლიერდება", - წერს მომღერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს