ივანიშვილის ფოტოები ხატების გვერდით - პრემიერის ფანკლუბი კახეთში

ივანიშვილის ფოტოები ხატების გვერდით - პრემიერის ფანკლუბი კახეთში

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში ბიძინა ივანიშვილის ფანკლუბი არსებობს. პრემიერის სურათებს მისივე სეხნიის, ბიძინა გონაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზო მთლიანად დაუთმეს. აქ ივანიშვილის ფოტოები და "ქართული ოცნების" დროშები, ჯვართან და ხატებთან ერთად, საგანგებოდ მოწყობილ კედელზეა განთავსებული. ოჯახის უფროსი სპეციალურად მოწყობილ კუთხეში ხშირად ლოცულობს და ქვეყნის კეთილდღეობას ავედრებს.

ეზოში ტრადიციული კახური სუფრაც ხშირად იშლება და ივანიშვილის ფანკლუბის წევრები პრემიერის სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამენ. მასპინძლის სანუკვარ ოცნებად კი, მის ოჯახში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობა რჩება. ის ქვეყნის პრემიერს საგანგებოდ მოწყობილი კარმიდამოს დათვალიერებასა და გულთბილ მასპინძლობას სთავაზობს.

იხილეთ ვრცლად

წყარო: ქიზიყი.გე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა