ვატიკანელი არქიეპისკოპოსი - იესო ქრისტე პირველი მიკრობლოგერია

ვატიკანელი არქიეპისკოპოსი - იესო ქრისტე პირველი მიკრობლოგერია

რომის პაპის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა კულტურის საკითხებში არქიეპისკოპოსმა ჯანფრანკო რავაზიმ (Gianfranco Ravasi) განაცხადა, რომ იესო ქრისტე  ისტორიაში პირველი მიკრობლოგერია. ამის შესახებ გაზეთი Le Soir წერს.

რავაზის თქმით, იესო ქრისტემ მოკლე, 45-ზე ნაკლები  სიმბოლოს შემცველი ფრაზების გამოყენება Twitter-ის გაჩენამდე ბევრად ადრე დაიწყო, ამიტომ ის მსოფლიოში პირველი მიკრობლოგერია. არქიეპისკოპოსმა მაგალითად მოიყვანა ქრისტეს სიტყვები - "გიყვარდეთ ერთმანეთი".

ჯანფრანკო რავაზი ყურადღების ცენტრში  2009 წელსაც მოექცა. მაშინ არქიეპისკოპოსი ამბობდა, რომ ჩარლზ დარვინის სწავლება ევოლუციის შესახებ, არ ეწინააღმდეგება სამყაროს შექმნის ბიბლიურ ვერსიას.

მომზადებულია Le Soir-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს