აჩ­რდი­ლი აბაშიძის ქუჩაზე - "ამ სახ­ლში ახალ­გაზ­რდა კაცმა მო­იკ­ლა თა­ვი"

აჩ­რდი­ლი აბაშიძის ქუჩაზე - "ამ სახ­ლში ახალ­გაზ­რდა კაცმა მო­იკ­ლა თა­ვი"

ჩვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ამ­ჯე­რად აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერ­თ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყო­ფი­ლი ოფი­სი მო­ექ­ცა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა­საც მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ და­ვა­სა­ხე­ლებთ. ამ ოფის­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი წე­ლი მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნენ, იქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

ლე­ვან კო­ბა­ი­ძე: - ჩვენს ყო­ფილ ოფის­ში მოჩ­ვე­ნე­ბა პირ­ვე­ლად გო­გო­ნებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს. ის­-ის იყო ვი­ქი­რა­ვეთ და ვა­რე­მონ­ტებ­დით, რო­ცა გო­გო­ნებ­მა შე­ნიშ­ნეს, რო­გორ და­დი­ო­და ოთახ­ში მა­მა­კა­ცის ლან­დი. მე­ო­რე დღეს რომ გვითხ­რეს ეს ამ­ბა­ვი, არ და­ვუ­ჯე­რეთ, რო­გო­რი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი­ა? მაგ­რამ მე­რე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი და და­ვი­ჯე­რე. თა­ვი­სით იღე­ბო­და ოთა­ხის კა­რი და მეს­მო­და მა­მა­კა­ცის მძი­მე ნა­ბი­ჯე­ბის ხმა. იმ დროს, რო­ცა არა­ვინ ეწე­ო­და, მთელ ოთახ­ში სი­გა­რე­ტის კვამ­ლი დგე­ბო­და, ვინც იმ ხა­ნად ნამ­ყო­ფია იმ ოფის­ში, ყვე­ლას სა­კუ­თა­რი თვა­ლით აქვს ნა­ნა­ხი ეს ყვე­ლა­ფე­რი და მიხ­ვდე­ბი­ან, რო­მელ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა მე მა­ინც თავს შე­ვი­კა­ვებ მი­სი და­სა­ხე­ლე­ბის­გან, რად­გან იქ აღარ ვმუ­შა­ობ.

თე­ო­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე: - ჩვენს ოფის­ში მუდ­მი­ვად უამ­რა­ვი ხალ­ხი და­დი­ო­და, ამი­ტომ დღი­სით ძნე­ლი იყო იმ ყვე­ლაფ­რის შემ­ჩნე­ვა რაც იქ ხდე­ბო­და. სა­ღა­მო­ო­ბით, რო­ცა ოფის­ში სიწყ­ნა­რე ისად­გუ­რებ­და, ვგრძნობ­დით, რო­გორ და­დი­ო­და ცა­რი­ელ ოთა­ხებ­ში მა­მა­კა­ცის აჩ­რდი­ლი. აღებ­და და კე­ტავ­და კა­რებს, ეწე­ო­და სი­გა­რეტს, ერ­თხელ აჩ­რდილს ხვე­ლა აუ­ვარ­და და მა­შინ შეგ­ვე­შინ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. ზოგ­ჯერ პა­ტა­რა ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმაც ის­მო­და.

- თქვენც გი­ნა­ხავთ ოფის­ში მა­მა­კა­ცის აჩ­რდი­ლი?

- პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, მხო­ლოდ ხმე­ბი მეს­მო­და. ბევ­რჯერ სტუმ­რებ­თან ამის გა­მო უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ­დით თავს. ბი­ჭე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ხე­დავ­დნენ მა­მა­კა­ცის შავ აჩ­რდილს, რო­მე­ლიც ოთა­ხებ­ში და­დი­ო­და. ერთ სა­ღა­მოს ერ­თ-ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ვარ­ძელ­ში იჯ­და და ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და, ამ დროს ოთახ­ში ია­ტა­კი აჭ­რა­ჭუნ­და, უცებ ეს ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ბი­ჭი აყ­ვირ­და, წა­მოხ­ტა და ოფი­სი­დან გა­ვარ­და. დი­დი ხა­ნი აღარ მო­დი­ო­და, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დით და გვითხ­რა, რომ და­ი­ნა­ხა, რო­გორ მი­დი­ო­და მის­კენ კა­ცის შა­ვი აჩ­რდი­ლი.

- ად­რეც უნა­ხავთ აქ მოჩ­ვე­ნე­ბა?

- რო­გორც გა­ვი­გეთ, ამ სახ­ლში ახალ­გაზ­რდა კაცმა მო­იკ­ლა თა­ვი. ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სი­ცოცხ­ლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. რო­ცა ამ სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს და­ვუ­კავ­შირ­დით და ვუ­ამ­ბეთ მოჩ­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ, არც გაჰ­კვირ­ვე­ბი­ა, გვითხ­რა, რო­ცა გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის წლის­თა­ვი ახ­ლოვ­დე­ბა, მი­სი აჩ­რდი­ლი და­დის სახ­ლში და ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა ის­მი­სო. ნამ­დვი­ლად ვერ დავ­რჩე­ბო­დით იქ და ყო­ველ წლის­თავ­ზე ვერ ვუ­ყუ­რებ­დით ამ ყვე­ლა­ფერს. ოფი­სი ვა­კურ­თხე­ბი­ნეთ. მე­რე ხა­ტე­ბი მო­ვაბ­რძა­ნეთ ოფის­ში. ყო­ველ დი­ლით, სამ­სა­ხურ­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე საკ­მე­ველს ვაკ­მევ­დით. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ იქ მოჩ­ვე­ნე­ბა აღარ გვი­ნა­ხავს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს