რატომ უნდა დავანებოთ თავი მოწევას - მეცნიერებმა კიდევ ერთ მიზეზს მიაგნეს

რატომ უნდა დავანებოთ თავი მოწევას - მეცნიერებმა კიდევ ერთ მიზეზს მიაგნეს

თამბაქოსთვის თავის დანებება უძილობას კურნავს, მიაჩნიათ მეცნიერებს. ფლორიდის უნივერსიტეტისა და Research Triangle Park-ის ცენტრის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რათა დაედგინათ კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და ძილს შორის.

მონაცემების თანახმად, მწეველების 11.9%-ს დაძინება უჭირს, 10.6% შუა ღამეს იღვიძებს, ხოლო 9.5%-ს დილით ადრე ეღვიძება.  ეს მაჩვენებლები არამწეველებში გაცილებით დაბალია. ამასთან, ვინც მოწევას თავი დაანება, საგრძნობლად გაუუმჯობესდა ძილის ხარისხი.

როგორც ცნობილია, ძილზე დამოკიდებულია ბევრი დაავადებების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და დეპრესიის განვითარების რისკი.

მომზადებულია www.likar.info-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს