რა მოეწონა ია ფარულავას "ცეკვავენ ვარსკვლავების" გუშინდელ შოუში

რა მოეწონა ია ფარულავას "ცეკვავენ ვარსკვლავების" გუშინდელ შოუში

მსახიობი ია ფარულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" გუშინდელ შოუს აფასებს.

"ცეკვებს ვუყურე, მომეწონა ძალიან, განსაკუთრებით კი ინტერნაციონალური ჟიური მომეწონა (სუბტიტრები ძვირი ღირს ნეტა?!) ვინც რუსული არ იცის ან ინგლისური ????? მარტო თბილისი არაა საქართველო, რეგიონები გავიწყდებათ :))))

მე ძალიან ვიხალისეეეეე :)) მაგარი გამოვიდა. როცა მამამ ფეთებურგში, ცაიგო კართული არ გეკეკება ......:)))) შოუ არის ეს, შოუ და მაყურებელიც უნდა გაერთოს არა მხოლოდ ცეკვებით :))))

არ ვეხები მათი შოუმენობის ხარისხს, არასწორად გამიგებენ... კარგები არიან ძალიან. ყველა მათგანი ჩვენთვის სახელოვანი და ნიჭიერი ადამიანია <3", - წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, შარშან ია ფარულავა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. წლევანდელი შოუს ჟიურიში კი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე, ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე, რუსეთში მოღვაწე ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე, ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი და სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავე გოჩა ჩერტკოევი არიან. "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი გუშინ "ტელეიმედის" ეთერში გრანდიოზული შოუთი გაიხსნა.

იხილეთ ვიდეო: სოფო ნიჟარაძის ვალსი და მომღერალზე შეყვარებული ჟიური

ასევე იხილეთ: ია ფარულავამ სოფო ნიჟარაძეს ''ნიჭიერიდან'' ცირკის არენაზე გადასვლა მოუწონა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს