დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი 1957 წლის 4 ოქტომბერს გაუშვეს

დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი 1957 წლის  4 ოქტომბერს გაუშვეს

1957 წლის 4 ოქტომბერს დედამიწის ორბიტაზე მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი გაუშვეს.

კოსმოსური აპარატი 58 დიამეტრის ბურთს წარმოადგენდა და 83,6 კგ-ს იწონიდა. იგი აღჭურვილი იყო ოთხი 2,4 და 2,9 მ სიგრძის ანტენით. თანამგზავრს ჰქონდა ორი რადიოგადამცემი, რომელიც გამოიყენებოდა იმისთვის, რომ შეეგროვებინათ ინფორმაცია იონოსფეროში ელექტრონების რაოდენობის შესახებ. რადიოგადამცემებმა გაშვებიდან ორი კვირა იმუშავეს.

"სპუტნიკ-1"-მა 92 დღე - 1958 წლის 4 იანვრამდე იფრინა და დედამიწას 1440-ჯერ შემოუარა.

მომზადებულია opoccuu.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს