გიგანტი მოტოციკლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გიგანტი მოტოციკლი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

2012 წელს მოტოციკლების ერთ-ერთ გამოფენაზე იტალიელი ფაბიო რეგჰიანის მიერ წარმოდგენილი გიგანტური Regio Design XXL Chopper, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის კომისიამ მსოფლიოში ყველაზე დიდ მოქმედ მოტოციკლად აღიარა. მსოფლიო რეკორდსმენთა შორის საპატიო ადგილის დაკავება ფაბიო რეგჰიანის ქმნილებამ დამოუკიდებლად 150 მეტრის გავლის შემდეგ შესძლო.

რვა კაცისგან შემდგარი იტალიელი ხელმარჯვე ოსტატების გუნდი გიგანტური მოტოციკლის შექმნაზე თითქმის 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. მათი ქმნილების სიგრძემ 9 მეტრი და 75 სანტიმეტრი, სიმაღლემ კი - 4 მეტრი და 90 სანტიმეტრი შეადგინდა. ორთვალა გიგანტი 5,5 ტონას იწონის და მის გადაადგილებას 280 ცხ.ძ-ის სიმძლავრის ძრავა უზრუნველყოფს. თავისი გაბარიტებისა და შთამბეჭდავი იერის წყალობით, ყველა გამოფენაზე Regio Design XXL Chopper დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებისთვის გრძელი რიგები ეწყობა.

სამწუხაროდ, გიგანტური ზომა, რომლის წყალობითაც მოტოციკლი გინესის წიგნის ფურცლებზე მოხვდა, მისი მთავარი ნაკლია. წონასწორობის შენარჩუნება როგორც მოძრაობისას, ასევე გაჩერებულ მდგომარეობაში შეუძლებელია. ამიტომაც საბავშვო ველოსპედის მსგავსად, მას ორი მცირე ზომის დამატებითი ბორბალი აქვს.

გინესის წიგნში საპატიო ადგილის დაკავების შემდეგ, იტალიელების ქმნილებამ, ყველაზე დიდი მოტოციკლეტის ტიტულის წინა მფლობელი, ამერიკელი გრეგორ დენჰემის მიერ შექმნილი Dream Big-ი დაჩრდილა. კალიფორნიელი ოსტატის პირმშოს სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრს, სიგრძე კი 6 მეტრსა და 20 სანტიმეტრს შეადგენდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს