"სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა კგბ-სთან"

"სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა კგბ-სთან"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიიდან რამდენიმე ფაქტს იხსენებს და წერს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რამდენად აქვს ასეთი წარსულის მწონე ადამიანს ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება.

”საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, რომ იცოდეს მისი პრეზიდენტის ბიოგრაფია მთლიანად და შელამაზების გარეშე. მიშა სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა კგბ-სთან 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე, რომ 1980-იან წლებში საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და კგბ-ს ჯარში ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. არადა ეს ინფორმაცია ჟონავს. მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის სრული ბიოგრაფია და ახლა, როცა მისი მომხრეები აქეთ სხვებს ადანაშაულებენ ათას რამეში, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს - ამ ბიოგრაფიის კაცს რამდენად შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკაში საქართველოში. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს - მათს შორის 2008 წელს მიშას მიერ საქართველოს მეხუთედის ჩუქებას რუსეთისათვის. ეს ახსნა მის ბიოგრაფიაშია. მიშას და გია ნოდიას დაფინანსებულ ტროლებს წინასწარ ვაფრთხილებ, რომ არ შეიწუხონ თავი საკუთარი მოღვაწეობით - მათ ფულზე გაყიდულ კომენტებს წავშლი - დაიღალა ქართველი ხალხი 10 წლის გაუთავებელი დეზინფორმაციით!", - წერს კაკაბაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს