"ფეისბუქის" მომხმარებლებს მეგობრების ხმა არ ახსოვთ

"ფეისბუქის" მომხმარებლებს მეგობრების ხმა არ ახსოვთ

სოციალურ ქსელ "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" ადამიანის დამოკიდებულება იზრდება და ყოველი 10 მომხმარებლიდან 7 - დღეში მინიმუმ სამჯერ მაინც ამოწმებს კომენტარებსა და ე.წ. "ლაიქებს". თუმცა, მეცნიერები შიშობენ, რომ სოციალური ქსელი ადამიანებისთვის უფრო მეტია, ვიდრე თავისუფალ დროს გართობის მარტივი ხერხი.

ფსიქოლოგები ჩივიან, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი "ფეისბუქში" საუბარს ისე შეეჩვია, რომ მეგობრების ხმა აღარც კი ახსოვთ. ბრიტანელი ფსიქოლოგებისა და კომპანია Goodfella’s Extra Thin-ის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში გამოკითხული 2000 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ კვირაში რამდენჯერმე წერს საუკეთესო მეგობარს "ფეისბუქში", მაგრამ რამდენიმე თვეა, მას არ შეხვედრია. სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდ ნაწილს მეგობრების ხმა აღარ ახსოვთ, მაგრამ დაწვრილებით მოყვებიან რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, რადგან სისტემატურად ამოწმებენ მის ფოტოსურათებსა და პოსტებს. ამასთან, კვლევის მონაწილეები აღიარებენ, რომ ხშირად იმატებენ უცნობ ადამიანებს, მათთან მიმოწერა აქვთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში პაემანზე "ფეისბუქის მეგობართან" არ დადიან.

ამასთან, მეცნიერები გვირჩევენ, Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულები და ქმრები ამოვშალოთ. ლონდონის Brunel-ის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ Facebook-ის მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საკუთარ თავს სერიოზულ პრობლემას უქმნის, როდესაც მეგობრების სიაში ყოფილ პარტნიორს ტოვებს. სოციალური ქსელის დაახლოებით მილიარდზე მეტი მომხმარებელი საიტს ყოფილი პარტნიორების პირადი ცხოვრების სათვალთვალოდ იყენებს; ეს ჯაშუშობა კი პიროვნების ფსიქოლოგიაზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებით, თუ ყოფილ პარტნიორისა და მისი ახალი საყვარლის ერთად გადაღებულ ფოტოს აღმოაჩენთ, ან სასიყვარულო შინაარსის სტატუსს იხილავთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს