შუა საუკუნეებში ადამიანებს სჯეროდათ, რომ დედამიწა ბრტყელია და იმისთვის, რომ მისი ყველა კიდე ენახათ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ფინისტერის კონცხთან მიდიოდნენ. მომლოცველები აქ დღემდე დადიან.
მიუხედავად იმისა, რომ ფინისტერი ევროპის კონტინენტის ყველაზე დასავლეთი წერტილი არაა (იგი პორტუგალიის როკის კონცხია), ძველი დროიდან დედამიწის კიდედ სწორედ ეს პატარა ნახევარკუნძული ითვლებოდა.
ჯერ კიდევ კელტური, წარმართული დროიდან აქ მთელი ევროპიდან ადამიანები დადიოდნენ, რომ სამყაროს ზღვარი ენახათ.
ამ რეგიონის გაქრისტიანების შემდეგ "დედამიწის ზღვარმა" ახალი აზრი შეიძინა. ფინისტერიდან სულ რაღაც ორმოც კილომეტრში ქალაქი სანტიაგო-დე-კომპოსტელა - "ქრისტიანული მექა" მდებარეობს, რომელიც მთელი მსოფლიოს მომლოცველთა ცენტრს წარმოადგენს.
ყოველწლიურად აქ დაახლოებით 200 000 ადამიანი წმინდა იაკობის გზაზე ფეხით მიდის, რომ იესო ქრისტეს 12-დან ერთ-ერთ პირველი მოწაფის რელიქვიას პატივი მიაგოს.მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.