"დაჭრილი ძუძუ მოითხოვეს და ტურისტები გააქციეს" - ინციდენტი რესტორან "ნიკალაში"

"დაჭრილი ძუძუ მოითხოვეს და ტურისტები გააქციეს" - ინციდენტი რესტორან "ნიკალაში"

ტელეკომპანია "გურჯაანის" ცნობით, სიღნაღში, რესტორან "ნიკალაში" ინციდენტი მოხდა. როგორც რესტორნის ერთ-ერთმა მეპატრონემ ლიკა ბოსტოღანაშვილმა განაცხადა, ნასვამი მამაკაცები, რომლებიც მისი ინფორმაციით, სიღნაღის პოლიციის უფროსის ახლობლები არიან, რესტორანში შევიდნენ და ქართველ და უცხოელ სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, მამაკაცები პოლიციის უფროსის მამის დაკრძალვიდან მოდიოდნენ და ამიტომ პოლიციამ არაფერი გააკეთა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტის მონაწილეები გამომწვევად იქცეოდნენ. მათ რესტორანში მყოფი ტურისტი გოგონები ხელში აჰყავდათ და კოცნიდნენ. რესტორნის პერსონალს კი სასურველი მენიუს არქონის გამო აგინებდნენ. როგორც "ნიკალას" ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, მათ "დაჭრილი ძუძუ" მოითხოვეს და მას შემდეგ, რაც რესტორნის მეპატრონეებმა მათ დაწესებულების დატოვება მოსთხოვეს, ობიექტის დახურვით დაემუქრნენ და ურჩიეს გაერკვიათ, თუ ვინ იყვნენ ისინი.

წყარო: ტელეკომპანია გურჯაანი

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა