ავტოშოუს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოშოუს 6 ადამიანი ემსხვერპლა

6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა მექსიკაში გამართულ ავტოშოუზე, რომელიც "მონსტრი-ავტოს" სახელით არის ცნობილი. ტრაგედია ქალაქ ჩიუაუაში დატრიალდა. 1,5 მეტრი სიმაღლის საბურავების მქონე ჯიპმა მიმართულება დაკარგა და მაყურებელთა ტრიბუნაზე შეიჭრა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც აღმოჩნდნენ.

თვითმხილველთა თქმით, მორიგი სადემონსტრაციო გამოსვლისას ავტომობილმა დაბრკოლებები გადალახა. მოულოდნელად სავალ დისტანციას გასცდა და ის ზღუდე გაარღვია, რომლის მიღმაც მაყურებლები ისხდნენ.

ჩიუაუაში ყოველწლიურად იმართება 3-დღიანი ფესტივალი, რომლის ფარგლებში ავიაშოუ, მოტორბოლა და "მონსტრი-ავტოს" შოუ ტარდება.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს