ეკა კვალიაშვილის აზრით, როგორი ადამიანები გადარჩებიან ბოლო ჟამს

ეკა კვალიაშვილის აზრით, როგორი ადამიანები გადარჩებიან ბოლო ჟამს

მომღერალი ეკა კავალიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბოლო ჟამთან დაკავშირებით ვანგას წანასწარმეტყველების შესახებ კომენტარს აკეთებს. წინასწარმეტყველის შესახებ სიუჟეტი რუსულ ტელეარხ НТВ-ზე გავიდა, მოგვიანებით კი ქართულ ინტერნეტ-მედიაში გავრცელდა.

"ყოველ საუკუნეში და ეპოქაში ეგონათ ბოლო ჟამი, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, 90-ანი წლები, ნაკლები გამოვიარეთ? ან შემდეგი წლები ნაკლები გავიარეთ? ან დღეს, დავიჯერო ისე ხართ, როგორც თქვენს გულს გაეხარდება? ყოველი დღეა, გამოცდაც და ბოლო ჟამიც.... მთავარი სულიერი სისუფთავეა, ვერაფერი გადაარჩენს ადამიანს ბოლო ჟამს, ვერც ფული, ვერც სხვა ქვეყანში გაქცევა, მხოლოდ გულით და სულით სუფთა ადამიანები გადარჩებიან... სიკეთე გაიმარჯვებს და სიყვარული ხომ თავად ღმერთია! ასე, რომ სულ ესაა, რაც გვევალება, ჩვენთვის და ჩვენი შვილების აღზრდისთვის!

ხალხო, დაიდო და გავრცელდა ვანგას წინასწარმეტყველება: სირიაში ომის დაწყებას აპოკალიფსი მოჰყვება... მინდა გაგახსენოთ, და ვინც მნიშვნელობა არ იცის ავუხსნა, რომ აპოკალიფსი ნიშნავს, გამოცხადებას, იოანე ღვთისმეტყველს ჰქონდა გამოცხადება და ამ გამოცხადების მიხედვით დაიწერა ბიბლიის მე-13, ბოლო თავი, სადაც გარკვევით წერია, რომ მეორედ მოსვლა ანგელოზებმაც არ იციან, როდის იქნება, მხოლოდ მამა ღმერთია ამის გადამწყვეტი და მცოდნე და ახლა კარგად დააკვირდით, თუ კი ეს ანგელოზებმაც კი არ იციან, და მხოლოდ მამა ღმერთმა იცის, საიდან იცის ვანგამ, უნდა ბევრი რაღაც ეთქვა, მანამდე და შემდეგ ასრულებულიყო, რომ დაეჯერებინა ხალხს, ხო, რა ვიცი, დანარჩენი თქვენი საფიქრალი და გადასაწყვეტია. ფრთხილად, ხალხო...!!!

გფარავდეთ ღმერთი!!!", - წერს კვალიაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს