კახურ სკოლაში, სანთლის შუქზე და ვირთხებთან ერთად

კახურ სკოლაში, სანთლის შუქზე და ვირთხებთან ერთად

გაბზარული კედლები, დაზიანებული ფანჯრები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - ასე გამოიყურება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის საჯარო სკოლა, სადაც დაახლოებით 76 მოსწავლე სწავლობს. ამასთან, უკვე 3 წელია, რაც სკოლაში სასწავლო პროცესი სანთლების შუქზე მიმდინარეობს, სანთლები კი მოსწავლეებს თვითონ მოაქვთ სახლიდან. ზამთარში მასწავლებლებს პირველი და მეორე გაკვეთილის ჩატარება უძნელდებათ, რადგან ბნელი საკლასო ოთახების გამო  სანთლის შუქზეც კი ვერ ახერხებენ წერასა და კითხვას.

"ძლივს ვკითხულობ ხოლმე ჩემს დაწერილს სანთლის შუქზე. არც კი გვქონია სინათლე სკოლაში. იძულებული ვართ, ვატაროთ სანთლები. საერთოდ არ ჩანს მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ დაფაზე დაწერილი წინადადებები", - ამბობს მე-5 კლასის მოსწავლე აკაკი ყანჩაშვილი.

ზაფხულის პერიოდში კი, მოსწავლეები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაკვეთილის მსვლელობის დროს იატაკიდან ქვეწარმავალი ამოსულა, რის გამოც მოსწავლეებს კლასი დაუტოვიათ და სასწავლო პროცესი ჩაშლილა. "ერთხელ ჩემს ფეხებთან დავინახე შავი გველი როგორ დასისინებდა. სხვა დროსაც დამინახავს ეს გველი და როცა ვხედავ, შიშისგან ვკანკალებ. იყო შემთხვევა, როცა ჩვენს საკლასო ოთახში ჩემმა კლასელმა გველი მოკლა", - ამბობს მე-7 კლასის მოსწავლე შოთიკო სარდლიშვილი.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა