"ნაცმოძრაობის" გულებიანი დროშის პიკანტური ინტერპრეტაცია

"ნაცმოძრაობის" გულებიანი დროშის პიკანტური ინტერპრეტაცია

"ნაციონალური მოძრაობის" განახლებულ დროშას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტსაზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყრილობაზე გაკეთებული განცხადებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ის ეპიზოდი აღმოჩნდა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ახალი პარტიული დროშა წარადგინა.

მართალია, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ახალ სიმბოლოს თან ანოტაციაც დაურთო და განმარტა, რომ ოთხი გული "ქრისტიანული ფასეულობების გარშემო ერთიანდება", თუმცა პარტიის მოწინააღმდეგეებს დროშამ სხვა ინტერპრეტაციების საშუალება მისცა; მათგან ყველაზე კრიტიკულია ფოტო, სადაც "ნაცმოძრაობის" ოთხგულიანი დროშა ამოტრიალებულია და გულები უკანალის ფორმას იღებენ. 

ასევე იხილეთ: "ნაციონალური მოძრაობის" სიყვარულის დროშა - გულები ჯვრების ნაცვლად

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს