აეროფობიის გამო, 12 წლის ბიჭმა ჰიპნოზის ქვეშ იფრინა

აეროფობიის გამო, 12 წლის ბიჭმა ჰიპნოზის ქვეშ იფრინა

ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, 12 წლის ჯოი ტომპსონს აეროფობია აწუხებს.

ბოლო 18 თვეა ოჯახი უშედეგოდ ცდილობს, ბავშვი სამშობლოში დააბრუნოს. ჯოი ოჯახთან ერთად ბოლო რამდენიმე წელია აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ცხოვრობს. მამას 18 თვის წინ ქვეყანაში მუშაობის კონტრაქტი შეუწყდა და ოჯახმა მშობლიურ სომერსეტში (ინგლისის საგრაფო) დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ბავშვს ფრენის შიში გაუჩნდა და ბორტზე პანიკა დაეწყო. ჯოის დედა და და, ბრიტანეთში დაბრუნდნენ, ბავშვთან კი მამა დარჩა. მამის გადაწყვეტილებით შვილი თვითმფრინავში ჰიპნოზის ქვეშ აიყვანეს.

"მშობლიურ სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმდენად ბედნიერი ვარ, რომ უკვე გადამავიწყდა, როგორ ძალიან ცივა ბრიტანეთში. ერთი სული მაქვს, სახლში მივიდე და ჩემი ძაღლი ვნახო", - განაცხადა ბავშვმა აეროპორტში.

ოჯახის თქმით, ბავშვის ფსიქოლოგიური შიშის გამო ექიმებთან ვიზიტებსა, თუ გადადებულ რეისებში 40 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს