ტბა, რომელიც ცოცხალ არსებებს მუმიად აქცევს

ტბა, რომელიც ცოცხალ არსებებს მუმიად აქცევს

მარილიანი ტბა ნატრონი (მდებარეობს ჩრდილოეთ ტანზანიაში) ცოცხალ არსებებს მუმიად აქცევს.

ფოტოგრაფმა ნიკ ბრანდტმა შემზარავი ფოტოები გადაიღო, ეს არის ფრინველებისა და ცხოველების ფიტულები - სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, ვიდრე ტბის წყალი სიცოცხლეს მოუსწრაფავდა. ცოცხალი არსებები ტუტე წყალმა იმსხვერპლა. დაჭაობებულ ადგილებში წყლის ტემპერატურა - 50° C-ს უახლოვდება.

ტბის სანაპიროსთან ახლოს მხოლოდ რამდენიმე ფლამინგო შეგხვდებათ. მკაცრი გარემოს გამო, ტბაში მხოლოდ რამდენიმე სახეობის თევზი, ზღვის წყალმცენარე და უხერხემლო ცხოველი ბინადრობს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს