ბექჰემმა სტრიპტიზი მოაწყო: H&M-ის სარეკლამო გადაღებები

ბექჰემმა სტრიპტიზი მოაწყო: H&M-ის სარეკლამო გადაღებები

ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი პაპარაცემა სამუშაო უნიფორმაში - ტრუსებში გამოიჭირეს. ამჟამად, მზრუნველი მამა საკუთარი მომხიბვლელობით ოჯახის ბიუჯეტს ავსებს და ტანსაცმლის ბრენდ H&M-ის საცვლების რეკლამას აკეთებს.

ჯერჯერობით, კომპანიის კრეატიული დირექტორების - ჰენესისა და მაურიტცის ჩანაფიქრი უცნობია, მაგრამ გადაღების პროცესში რეკლამა შთამბეჭდავად გამოიყურება. თავიდან ბექჰემი ტრუსებისა და მაისურის ამარა მეტალის კონსტრუქციაზე მიბობღავს, შემდეგ სვირინგებით დაფარულ ტორსს მოიშიშვლებს და მაისურის დახმარებით სიმაღლიდან ეშვება.

სავარაუდოდ, რეკლამა მიზანს გაამართლებს - ხშირად სწორედ ქალები ყიდულობენ საყვარელ მამაკაცის თეთრეულს და ბევრს სურს, რომ მათი მეგობარი თუნდაც ტრუსებით მიუწვდომელ ბექჰემს ჰგავდეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Starslife-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს