ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი "სოკარ - ჯორჯია ქართლი გაზის" დირექტორად ინიშნება

ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი "სოკარ - ჯორჯია ქართლი გაზის" დირექტორად ინიშნება

ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოჩა შანიძე "სოკარ - ჯორჯია გაზი ქართლის" დირექტორად ინიშნება. ამ ინფორმაციას თავად შანიძეც ადასტურებს. მისი თქმით, თანამდებობაზე ოფიციალურად 11 ოქტომბერს დაინიშნება.

გოჩა შანიძე 2008 წლის მოწვევის პარლამენტში 2010 წლიდან ოზურგეთს წარმოადგენდა, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ანზორ ერქომაიშვილმა მანდატი დატოვა. მან საზოგადოებას თავი გადაცემით "აკრედიტაციის გარეშე" დაამახსოვრა, როდესაც ჟურნალისტ შალვა რამიშვილის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ნაკლი პრეზიდენტს, კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, ორიგინალური პასუხი გასცა - დრო!

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა