ქართულ აგრარულ სექტორში შესაძლოა, უკრაინული ინვესტიცია განხორციელდეს

ქართულ აგრარულ სექტორში შესაძლოა, უკრაინული ინვესტიცია განხორციელდეს

ქართულ აგრარულ სექტორში შესაძლოა, უკრაინული ინვესტიცია განხორციელდეს. ქართული დელეგაცია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოადგილეს, ვალერი დავიდენკოს, ასევე მსხვილი უკრაინული აგრარული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალი და ამ სფეროში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, უკრაინელმა ინვესტორებმა ქართული აგროპროექტები დააფინანსონ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბუბუტეიშვილი შედიოდნენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ