ვენესუელაში, კუნძულ მარგარიტაზე მდებარე სან ანტონიოს ციხე დასასვენებელ კურორტს ჰგავს. პატიმრები თავად ადგენენ წესებს. ისინი თვითონ ამზადებენ სადილს, აქვთ საკაბელო ტელევიზია, ინტერნეტი, ყველა საკანში თითო ლეპტოპია და როგორც წესი, უკანონო ბიზნესს კურირებენ. მათ ყველაფრის უფლება აქვთ, ერთადერთი, რაც ეკრძალებათ, ტერიტორიის დატოვებაა. თუმცა, სან ანტონიოს ციხიდან ჯერ არავინ გაქცეულა, რადგანაც შენობაში ზოგიერთ პატიმარს ისეთი ფუფუნება აქვს, თავისუფლების დროს არც კი უოცნებია. საყარაულო კოშკურებზე სნაიპერები მორიგეობენ. ყველა პატიმარმა იცის, რომ რამდენიმე მეტრითაც თუ მიუახლოვდებიან ჭიშკარს, მათ გაუფრთხილებლად დაცხრილავენ.
პატიმრები ციხეში ყოველ დღე ფულს გამოიმუშავებენ. მაგალითად, ზოგიერთი დალაქად მუშაობს, ზოგიერთი ნარკოტიკს ყიდის, ნაწილი კი ე.წ. მამლების ბრძოლის კლუბს კურირებს. ვისაც მუშაობა ეზარება, ლოგინზე წევს, კონდიციონერი აქვს ჩართული, გრილდება და ტელევიზორს უყურებს. პატიმრებთან მისვლა ცოლებს, საყვარლებსა და შვილებსაც შეუძლიათ. დაწესებულებაში სასჯელს 2 000 პატიმარი იხდის.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.