დიდ ბრიტანეთში ვამპირების 2000 თაყვანისმცემელი შეიკრიბა

დიდ ბრიტანეთში ვამპირების  2000 თაყვანისმცემელი შეიკრიბა

დრაკულაზე შეთხზული მითების თაყვანისმცემლები სამხრეთ ინგლისის საგრაფოში, დასავლეთ სუსეკსში შეიკრიბნენ, რომ ვამპირის კოსტუმებში ჩაცმული ადამიანების რაოდენობით გინესის რეკორდი მოეხსნათ. მონაწილეთა რეოდენობა 1000 ადამიანზე მეტი უნდა ყოფილიყო.

კონკურსის მონაწილეებს მკაცრი დრეს-კოდი უნდა დაეცვათ - მამაკაცებს შავი ლაბადა, შავი შარვალი, თეთრი მაისური და შავი ჩექმები უნდა სცმოდათ, აუცილებელი იყო ვამპირის ეშვები, ქალებს უნდა სცმოდათ შავი ან წითელი კაბა, შავი ფეხსაცმელი, უნდა ჰქონოდათ - თვალებზე შავი მაკიაჟი, წითელი ტუჩები და ვამპირის კბილები.

დრაკულას 2 000 გულშემატკივარიდან ამ დრეს-კოდს მხოლოდ 500 შეესატყვისებოდა. მაგრამ მათ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია: მათი შეკრება ბრიტანულ რეკორდად აღიარეს.

ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდი ვირჯინიის გასართობ პარკს ეკუთვნის. 2011 წლის 30 სექტემბერს იქ 1039 "ვამპირი" შეიკრიბა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს