საათი, რომელიც ადამიანს სიკვდილს ამცნობს

საათი, რომელიც ადამიანს სიკვდილს ამცნობს

შვედმა გამომგონებელმა ფრედრიკ კოლტინგმა საათი შექმნა, რომელიც მომხმარებელს სიკვდილის დროს ამცნობს და სიცოცხლის ბოლო წლებს ითვლის.

მაჯის საათის შეძენამდე, მომხმარებელი საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმებას გადის. ითვალისწინებენ, რამდენად ხშირად ეწევა, სვამს, ან რა დოზით იღებს სტრესს დღის განმავლობაში. იკვლევენ ოჯახის რომელიმე წევრი ინფარქტით, სიმსივნით, ან დიაბეტით ხომ არ გარდაიცვალა. ამ მონაცემებით დიზაინერები სიკვდილის თარიღს ნიშნავენ. ინფორმაცია სპეციალური ჩიპით მაჯის საათში მონტაჟდება. სიკვდილის დრო ფიქსირდება და საათი დარჩენილი წუთებისა და დღეების ათვლას იწყებს.

საათს სახელწოდებით Tikker, მომხმარებლები "სიკვდილის საათს" უწოდებენ, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს "ბედნიერების საათია", რადგან ადამიანს სიკვდილამდე დარჩენილი დროის საფუძვლიანად გამოყენების საშუალებას აძლევს. მაჯის საათი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2014 წელს გაიყიდება და მისი ღირებულება 36 გირვანქა სტერლინგი იქნება.

მომზადებულია kickstarter.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს