საკურორტო რომანის გაგრძელება 68 წლის შემდეგ

საკურორტო რომანის გაგრძელება 68 წლის შემდეგ

1945 წელს ორმა თინეიჯერმა ერთმანეთი ზაფხულის არდადეგებზე გაიცნო. ბიჭს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა და მათ შორის საკურორტო რომანი გაჩაღდა. არდადეგების შემდეგ ორივე მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა; მანძილმა და დრომ ერთმანეთს დააშორა. 68 წლის შემდეგ კი უკვე მოხუცებმა ერთმანეთი შემთხვევით იპოვეს - ეს ჰოლივუდის სცენარი არ გეგონოთ. სწორედ ასეთი ისტორია გადახდათ თავს ჩაკ ლევისსა და სენდი რიგინსს.

ჩეკი 17 წლის იყო, ხოლო სენდი - 16-ის, როდესაც კალიფორნიაში შეხვდნენ. თუმცა, არდადეგების შემდეგ რამდენიმე თვეში სრულიად გაურკვეველი მიზეზით ერთმანეთთან კონტაქტი გაწყვიტეს. ორივე დაქორწინდა - შვილები და შვილიშვილები შეეძინათ.

დღეს ჩეკი 85 წლისაა, სენდი 84-ის. როგორც ბედნიერი მოხუცები ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, მომავალი აღარ აშინებთ, რადგან ერთმანეთი იპოვეს და 68 წლის წინანდელი ლამაზი ზაფხულის გახსენება სიამოვნებთ.

"რასაკვირველია, კარგი მეგობრები ვართ. მას თავისი ოჯახი ჰყავს, მე - ჩემი. სიმართლე გითხრათ, ხშირად ვფიქრობდი, რა მოხდებოდა რაღაც ბავშვურ სისულელეებზე სერიოზულად არ გვეფიქრა და კონტაქტი არ გაგვეწყვიტა. წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს... ბედნიერი ქორწინება გვექნებოდა", - ამბობს სენდი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს