პროდუქტები, რომელიც ცხიმს წვავს

პროდუქტები, რომელიც ცხიმს წვავს

გთავაზობთ პროდუქტების ნუსხას, რომელიც ააქტიურებს ჰორმონებს, წვავს ცხიმს და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

სატაცური

სატაცური, იგივე ასპარაგუსი, არა მხოლოდ დაბალკალორიულია (100 გრ პროდუქტში მხოლოდ 21 კალორიაა), ის სასარგებლოცაა. მასში შედის  A, В1, В2, В6, C ვიტამინები. ვიტამინების გარდა, სატაცური შეიცავს რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას. მცენარეს ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი სითხე.

ოსპი

ოსპი (”ჩიჩევიცა”) - ხორცის ნამდვილი შემცვლელია და განსაკუთრებული ადგილი მას ვეგეტარიანელების მენიუში უჭირავს. მასში ცილები და რკინა უფრო მეტია, ვიდრე ხორცში. ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, გამოაქვს შლაკები. თუმცა ამ მარცვლეულში ნახშირწლებიც არაა ცოტა რაოდენობით. მაგრამ მასზე უარი არ თქვათ, უბრალოდ, მიირთვით დღის პირველ ნახევარში და კვირაში მხოლოდ სამჯერ.

ფერმენტირებული რძის პროდუქტები

პროტეინები, რომელსაც კეფირი, იოგურტი და ხაჭო შეიცავს, ორგანიზმში ჰორმონ კალციტროილის დონეს  ამაღლებს. თავის მხრივ, ეს ჰორმონი პასუხისმგებელია კალციუმისა და ფტორის ცვლაზე და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების წვაზე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეფექტის მისაღებად სასურველია უცხიმო რძის პროდუქტები მივიღოთ.

ხამანწკები

ხამანწკები წონის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ნამდვილი მისწრებაა. ათეულობით ხამანწკი მხოლოდ 100 კალორიას და 2 გრ. ცხიმს შეიცავს. ასევე, ის მდიდარია თუთიით, მიკროელემენტით, რომელიც აქვეითებს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას.

ჟოლო

გავრცელებული მოსაზრება, რომ დესერტის შემდეგ ანანასის წვენის დაყოლება ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისებას, მართალი არ აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაა ჟოლო, ანანასისგან განსხვავებით,  ენზიმები, რომელსაც ეს ხილი შეიცავს, ”მეგობრობენ” კუჭის წვენთან და ხელს უწყობენ საჭმლის გადამუშავებას. მეტი ეფექტისთვის ჟოლო ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ზუსტად ჭამის დამთავრების შემდეგ უნდა მივიღოთ.

გარდა ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ზომიერად მიღების შემთხვევაში, წონის კორექციისას დადებით გავლენას ახდენს კაკალი, გრეიფრუტი, ბროკოლი, ქოქოსის რძე, დარიჩინი და მწვანე ჩაი.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს