ქალი, რომელიც 280 კილოგრამს იწონის

ქალი, რომელიც 280 კილოგრამს იწონის

ორეგონის შტატში მცხოვრები 39 წლის კრისტინა პაეზი 280 კილოგრამს იწონის.

3 შვილის დედამ წონაში მას შემდეგ მოიმატა, რაც დეპრესიაში ჩავარდა. კრისტინას გოგონა მშობიარობის დროს დაეღუპა. ქალმა ახალდაბადებული ჩვილის გარდაცვალება ძალიან განიცადა და ნერვიულობისა და დარდისგან მთელი დღეები ჭამდა. დეპრესიამ დიდხანს გასტანა და უხარისხო პროდუქტების მირთმევამ სავალალო შედეგი გამოიღო. კრისტინა დიდი დოზით გაზიან სასმელებს, ჩიფსებს, ნამცხვრებსა და სწრაფი კვების პროდუქტებს ჭამდა. წლების მანძილზე გაჭიანურებულმა დეპრესიამ და არასწორი კვების რეჟიმმა კრისტინა ჭარბწონიანად აქცია.

მისი ჰობი ფოტოების გაყიდვაა. საკუთარ თავს ფოტოსურათებს უღებს და ყიდის. ამბობს, რომ წონაში დაკლებას არ აპირებს. მისი ახალი საქმიანობა - მსუქანი სხეულისთვის გლამურული იმიჯის მორგება და ინტერნეტში ფოტოების გაყიდვა, ბევრ მის ახლობელს არ მოსწონს. ეს განსაკუთრებით მის ქალიშვილს, რუბის აღიზიანებს. 18 წლის ახალგაზრდას თქმით, დედა თავს იტყუებს. 

"ქუჩაში ჩემთვის ღორი ხშირად დაუძახიათ. ზოგჯერ ადამიანის სიტყვას შეუძლია გული მოგიკლას", - ამბობს კრისტინა. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს