პაკისტანელ გოგონებს, რომლებსაც საქმროებმა მჟავა გადაასხეს, ოპერაციას გაუკეთებენ

პაკისტანელ გოგონებს, რომლებსაც საქმროებმა მჟავა გადაასხეს, ოპერაციას გაუკეთებენ

პაკისტანელი კაცებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ქალისგან უარის მიღების შემთხვევაში მათ სახეზე მჟავა მიასხან, რათა გოგონები სამუდამოდ დამახინჯდნენ.

პაკისტანში უამრავი ქალია, რომლებმაც არასასურველ მამაკაცზე გათხოვებაზე უარი თქვეს, "ძლიერი სქესი" კი შეურაცხყოფის გამო მათ სასტიკად გაუსწორდა. სწორედ ამ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა, ასიმ შაჰმალაკმა. ის მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილ დანაზოგს, 50 000 გირვანქა სტერლინგს დახარჯავს და სრულიად უანგაროდ დაეხმარება პაკისტანელ ქალებს. ყველა გოგონა 18-დან 25 წლამდეა. ასიმი რამდენიმე კოლეგასთან ერთად ესტუმრება კარაჩის (ქალაქი პაკისტანში) და 7 ქალს ოპერაციას გაუკეთებს. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს