მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირადღირებული ლუდი

მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირადღირებული ლუდი

ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი სასმელია. თუმცა, არსებობს ისეთი ლუდი, რომლის ღირებულება იმდენად მაღალია, რომ რიგითი კლიენტი მის შეძენას ვერ ახერხებს. გთავაზობთ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ლუდს:

1.  Antarctic Nail Ale – 1 ბოთლი 800$

ამ ლუდს ავსტრალიური კომპანია Nail Brewing აწარმოებს. მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა ირიცხება ორგანიზაციაში, რომელიც ზღვის ბინადრებს იცავს. ამ ძვირადღირებული ლუდის ხარშვისას ანტარქტიკის ყინულს იყენებენ. ასეთი სულ 30 ბოთლი დამზადდა. 

2.  Brewdog’s “The End of History” – 1 ბოთლი $765

ამ ლუდის მხოლოდ 11 ბოთლი დამზადდა და დასახელება ფილოსოფოს ფრენსის ფუკუიამას წიგნის პატივსაცემად მიიღო. ღია ფერის ბელგიურ ლუდს ღვიისა და ჭინჭრის გემო დაკრავს. თითოეული ბოთლი "გახვეულია" ციყვის ან სინდიოფალას ფიტულში. 

3. Carlsberg Vintage 3 – 1 ბოთლი $348

2008 წელს ლუდის მწარმოებელმა კომპანია Carlsberg Group-მა წარმოებაში ელიტური სასმელი ჩაუშვა.  ლუდი მუხის კასრებში იხარშება და ვანილისა და ქოქოსის გემო დაკრავს. 2008-დან 2010 წლამდე ასეთი სულ 600 ბოთლი ლუდი გაიყიდა.

4. Samuel Adams Utopias – 1 ბოთლი $100

ეს ლუდი გინესის რეკორდების წიგნში  შევიდა,  როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდი. სულ ამ ლუდის  8 000 ბოთლი იწარმოება. ის მაღალი ხარისხის სვიისგან იხარშება. სასმელს კარამელის და ვანილის გემო აქვს, საერთოდ არაგაზირებულია და მიღებულია, რომ ის ოთახის ტემპერატურის მივირთვათ.

5. Tutankhamun Ale – 1 ბოთლი $52

ამ ლუდს თავისებური ისტორია აქვს. სასმელი კემბრიჯის ლაბორატორიაში სპეციალური რეცეპტის მიხედვით იხარშება, რომელიც ეგვიპტეში, ნეფერტიტის ტაძარში აღმოაჩინეს. ამ ლუდის პირველი ბოთლი 7686 დოლარად გაიყიდა. 

მომზადებულია most-expensive.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს