ავეჯის კომპანიებში ფასდაკლებების მიუხედავად გაყიდვები მცირდება

ავეჯის კომპანიებში ფასდაკლებების მიუხედავად გაყიდვები მცირდება

ავეჯის კომპანიებში გრანდიოზული ფასდაკლებების მიუხედავად, გაყიდვები მცირდება. ავეჯის ქართული მწარმოებლების ინფორმაციით, ბოლო 7-8 თვის განმავლობაში წინა თვეებთან შედარებით, რეალიზაცია 30%-ით შემცირდა. ავეჯის მწარმობელების თქმით, ძვირიან სეგმენტში გაყიდვები შედარებით სტაბილურია და ამ შემთხვევაშიც არჩევანი იმპორტირებულ ავეჯზე კეთდება. რაც შეეხება საშუალო და დაბალი საფასო კატეგორიის კოლექციებს, მოთხოვნა თითქმის განახევრებულია.

მათივე თქმით, თბილისში მოქმედ ავეჯის მაღაზიებში მინიმუმ 20%-იანი ფასდაკლება გამოცხადდა, რიგ ქსელებში ფასები განახევრებულია, თუმცა ეს გაყიდვებზე არ ასახულა.

"გაყიდვების პიკი შემოდგომა-ზამთარია. შესაბამისად, რეალიზაცია უნდა გაიზარდოს ან გამოსწორდეს მაინც. თუმცა ბოლო მონაცემებით, გაყიდვები კლებით ხასიათდება",- აცხადებენ ავეჯის მწარმოებელები.

ავეჯის გასაყიდი საწყისი ფასი საცალო ქსელში 200-300 ლარიდან იწყება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ