ქართული ღვინო ესპანეთის ბაზარზე გაიყიდება

ქართული ღვინო ესპანეთის ბაზარზე გაიყიდება

ქართული ღვინო ესპანეთის ბაზარზე გაიყიდება. კომპანია "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციამ" ესპანეთში გასაგზავნი ღვინის შერჩევა უკვე დაიწყო.

"შიდა ქართლში მცხოვრები მეღვინეების მიერ მოტანილი ღვინოები თბილისიდან მოწვეულმა დეგუსტატორებმა შეამოწმეს. მათ ჩვენ მეღვინეებს რჩევები მისცეს. ვაპირებთ, ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას და ახლო მომავალში დარგის სპეციალისტების მიერ შერჩეული საუკეთესო ღვინო ესპანეთში გაიგზავნება", - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვალერი რჩეულიშვილმა.

"ქართულ ღვინოზე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც დიდი მოთხოვნაა. ქართული ღვინის ესპანეთში გაგზავნა ძალიან კარგი იდეაა. ეს ჩვენი ქართული, ტრადიციული ღვინის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ ასოციაციაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ