ქალი, რომელიც 60 წელი "რკინის ფილტვით" სუნთქავდა

ქალი, რომელიც 60 წელი "რკინის ფილტვით" სუნთქავდა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები მარტა მეისონი ბოლო 60 წელი ე.წ. "რკინის ფილტვით" სუნთქავდა.

ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადების გამო, ქალი სრულიად პარალიზებული დარჩა და მთელი ცხოვრება რკინის სამედიცინო მოწყობილობაში გაატარა, რომელიც მისთვის ფილტვების ფუნქციას ასრულებდა. მარტა ბავშვობაში პოლიომიელიტით დაავადდა.

მარტას ცხოვრება უცნობ ადამიანებში სევდას იწვევს, მის მიმართ სიბრალულით იმსჭვალებიან, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის ის ყველაზე მხიარული ადამიანია. მიუხედავად ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა, მან ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით იცხოვრა: აქვს სკოლისა და კოლეჯის დიპლომი, მასპინძლობდა სხვადასხვა წვეულებებსა და წიგნებსაც წერდა.

ქალბატონი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ამ მძიმე დაავადებით ასე ხანგრძლივად იცოცხლა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს