ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ქართველი ბალერინა?

ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ქართველი ბალერინა?

თათა ჯაში გერმანიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა - სწავლობდა და და პარალელურად ცეკვავდა. როგორც ამბობს, ღამეში 4 საათი ეძინა, ისეთი დატვირთული იყო, ვინაიდან სერიოზული საბალეტო კარიერა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ტრავმამ არჩეულ პროფესიაზე უარი ათქმევინა.

- თათა, ტრავმის შემდეგ საქართველოში დაბრუნდი. რეაბილიტაციის შემდეგ რატომ აღარ განაგრძე შენი საქმიანობა?

- სამწუხაროდ, ტრავმამ ქრონიკული ტკივილი დამიტოვა, ამიტომ საბალეტო კარიერის გაგრძელება გამიჭირდებოდა. რასაც აქამდე მივაღწიე, იმითაც კმაყოფილი ვარ. ეს ყველაფერი ძალიან პატარა ასაკში შევძელი და გადავწყვიტე, მაყურებელს ისეთი დავმახსოვრებოდი, როგორიც ვიყავი. ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა გართულდებოდა. თუმცა საქართველოში დღემდე ვცეკვავ Contemporarys და მოდერნს. ვცდილობ, ამ განხრით, მაქსიმალურად დავიტვირთო თავი და ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ ეს დარგი აქ ჯერ კიდევ განვითარების ძალიან დაბალ ეტაპზეა.

- Contemporary - რა მიმდინარეობაა?

- ეს თანამედროვე ცეკვაა, უფრო სწორად რომ ვთქვა, სხეულის "ენაა" მოოდერნით შესაძლებელია ყველა ემოციის სხეულით გადმოცემა. საქართველოში ახლა იდგამს ფეხს და უკვე გამოჩნდნენ კიდეც თვითნასწავლი მოვეკვავეებიც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დარგში კვალიფიციური სპეციალისტი ვარ. გერმანიაში ტრენინგებს 3 წელი გავდიოდი.

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ ყოველდღიურ საქმიანობას, ეს მარკეტინგია. იტალიური კომპანია LA CASA TINA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ.

- არადა, როგორც ვიცი, გერმანიაში ცნობილი ბალერინა იყავი და ანგელა მერკელის ფავორიტიც.

- ცეკვის მერე გამიჭირდა ახალ სფეროსთან შეგუება, რადგან საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომედგინა, თუმცა მივხვდი, რომ სხვა ბევრი საინტერესო სფეროც არსებობს, მათ შორის, მარკეტინგი. თან, ამ ორი საქმიანობის ერთმანთთან შეთავსებას ჯერჯერობით კარგად ვახერხებ... თუმცა მეგობრები დღემდე ხუმრობით მეუბნებიან ხოლმე, გადაურეკე ერთი ანგელასო...

ის წლები ჩემთვის მართლაც რომ ზღაპრული იყო. მიუხედავად დიდი შრომისა, როცა ვხედავდი, რომ მიფასდებოდა, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიწვევდნენ, მათ შორის, ანგელა მერკელის ღონისძიებებზეც, ეს დიდ სტიმულს მაძლევდა.

ხალხი ქუჩაში მცნობდა და ძალიან მეამაყებოდა, რომ პატარა ქართველმა გოგონამ სამშობლო ვასახელე. "შტაატსოპერაში" ცეკვის დასრულების შემდეგ, გერმანელები დიდხანს ფეხზე დამდგარი ტაშს მიკრავდნენ. მაშინ არაერთი სტატიაც დაიწერა ასეთი შინაარსით - ქართველმა გოგონამ გერმანელები ფეხზე ააყენა და ა.შ. გამოსვლა ძირითადად ბერლინში მქონდა, ასევე ევროპის სხვადასხვა თეატრებშიც მიწვევით ვცეკვავდი.

- ასეთი ლამაზ გოგონას გერმანელი თაყვანისმცემელი მამაკაცები ალბათ საკმაოდ გყავდა, არა?

- დიახ, თაყვანისმცემლები იყვნენ, თუმცა მაშინ ჩემი ინტერესის სფეროს მხოლოდ კარიერა წარმოადგენდა. სხვათა შორის, გერმანიაში ძალიან მოსწონთ კავკასიური გარეგნობის გოგოები. სკოლაში ბოლო წელს, გამოსაშვებ საღამოზე დედოფლად ამირჩიეს.

- შეყვარებული არ გყავს?

- ახლაც მხოლოდ კარიერაზე ვარ ორიენტირებული... მაგრამ რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ცხოვრებაში სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ძალიან მგრძნობიარე ვარ, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ და აქედან გამომდინარე, ჩემი გულის მოგებაც ალბათ რთულია...

- თავისუფალ დროს რას უთმობ, კიდევ რა გიტაცებს ცხოვრებაში?

- თავისუფალ დროს ვხატავ, ზოგადად მხატვრობა ძალიან მიყვარს, ვგიჟდები მუზეუმებში სიარულზე. ასევე ვმღერი, თუმცა მხოლოდ კარაოკეთი შემოვიფარგლები. მეტი გამბედაობა არ მაქვს. ძალიან მიყვარს ფოტოსესიები და სხვადასხვა არაორდინარული ამპლუის მორგების საშუალება მეძლევა, რაც მახალისებს.

ხელოვანისთვის ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მიტაცებს კრიმინალური გამოძიებები, სულ დეტექტივებს ვკითხულობ და გამოძიებაზე სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ.

- ვიცი, რომ დიდი ხელოვანის - მერაბ ბერძენიშვილის მოსწავლეც იყავი... ისევ გაქვს შენ პედაგოგთან ურთიერთობა?

- არა, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებ მასთან სიარულს, ბატონი მერაბი უნიჭიერესი ხელოვანია და დიდ პატივს ვცემ. ასეთ ადამიანებს ქართველები მეტად უნდა ვაფასებდეთ.

ჰო, კიდევ მინდოდა, მეთქვა, რომ ვცდილობ, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" თვალი ვადევნო. მოხარული ვარ, რომ ცეკვას ამ სახით მაინც მიექცა ჩვენთან მეტი ყურადღება.

- როგორც მოცეკვავეს ამ პროექტში არ გინდა მონაწილეობა?

- ჩემთვის არავის შემოუთავაზებია მონაწილეობა, ალბათ მეტ აქცენტს სამეჯლისო ცეკვის სპეციალისტებზე აკეთებენ, თუმცა სამეჯლისო ცეკვაც შესწავლილი მაქვს.

- ისე, პროექტის ორგანიზატორებმა წელს გამონაკლისი დაუშვეს, რომ მეცამეტე მონაწილე, ხალხის რჩეული ყოფილიყო და ასეთი შეირჩა კიდეც...

- კი, მეგობრები მეუბნებოდნენ, მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ვფიქრობ, უსამართლობა იქნებოდა არაპროფესიონალების გვერდით ჩემი ცეკვის ვიდეოს განთავსება. ცეკვა ხომ ჩემი პროფესიაა. ისე, ამ პროექტში მოცეკვავედ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას და ვფიქრობ, ძალიან კონკურენტუნარიანიც ვიქნებოდი.

სულ მალე ერთ პროექტში წამყვანის ამპლუაში წარვდგები და თავს არ დარგშიც მოვსინჯავ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

"ეს საოცრება მოხდა" - ანიტა რაჭველიშვილი ორსულად არის

"50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ დაეღუპა, 2000 წელს ვაჟი გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა... მსახიობის საფლავს 27 წელი ეძებდნენ" - უცნობი ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო