მაია დარსმელიძე შოთა ადამაშვილს პასუხობს

მაია დარსმელიძე შოთა ადამაშვილს პასუხობს

"ახალი ხმის" ჟიურის წევრი, მომღერალი მაია დარსმელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პროექტის ერთ-ერთი კონკურსანტის, შოთა ადამაშვილის ვიდეო-ინტერვიუს პასუხობს.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ვიდეო-ინტერვიუში შოთა ადამაშვილი ამბობს: "სართოდ გამორჩეული სიმპათებით, როგორც მუსიკოსისა და პერსონის მიმართ ვიყავი დათოს მხარეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი. როდესაც სცენაზე გავედი და მოვისმინე ყველას დამოკიდებულება, ვინ როგორ ილაპარაკა, დათო ავირჩიე, არა მხოლოდ იმის გამო, რომ შემპირდა გამღერებ, რასაც გინდაო, ის პიროვნულ თავისუფლებას პატივს სცემდა და მან თქვა, რომ ზრდასრული ადამიანია და თავად გადაწყვიტოსო. ამ დროს სხვა მწვრთნელები გაცხარდნენ და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, მაია დარსმელიძე მოვიდა და მეუბნება, რომ ჩემთან უნდა წამოხვიდე სხვა გზა არ გაქვსო. გაოგნებული ვიყავი, ვერ გამეგო, რატომ ხდებოდა ასეთი რამე. მაშინ უბრალოდ დაბნეული ვიყავი და ახლა რომ ვაანალიზებ, ცოტა ტრაფარეტული დამოკიდებულებაა ანდერგრაუნდული გარეგნობის მიმართ, რომელიც შეიძლება იმ მომენტში ჩემში დაიჭირეს. და ვინ ვიყავი და რა ვიყავი, ინდივიდუალური დამოკიდებულება ვერ დავინახე მათი მხრიდან. იგივე ვლინდება დღესაც გავრცელებულ კომენტარებში და ხალხის დიდი ნაწილის კომენტარებშიც. მე მაქვს კონკრეტული ჩემი ნიშა და ჩემს გზას მივყვები. კონკრეტულად არცერთ მწვრთნელთან არ ვყოფილვარ ერთ ხაზზე, მაგრამ არჩევანი უნდა გამეკეთებინა. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გავაკეთე.... მინდა გავიზარდო პროფესიულად, მინდა ჩემი ყოველი გამოსვლა დახვეწილი იყოს, არა მხოლოდ მუხტი მოდიოდეს, არამედ პროფესიონალიზმის მეტი ნიშნები შეიმჩნეოდეს. და ვიცი, რომ იმ გუნდში, რომელშიც ახლა მოვხდი ამას მოვახერხებ", - აღნიშნავს შოთა ადამაშვილი ინტერვიუში.

მაია დარსმელიძე კონკურსანტს უმადურობაში ადანაშულებს.

"საერთოდ არ დავუბრუნდებოდი ამ თემას, ეს ვიდეო-ინტერვიუ რომ არ მენახა : ))

ეს ბიჭი ვერ ათვითცნობიერებს, რომ მე ამხელა ამბავი რომ არ ამეტეხა - ამხელა რეზონანსიც არ მოყვებოდა მის გამოსვლას. არ ვამბობ რომ ცუდია, ვამბობდი რომ მაგარია, მაგრამ "სკანდალის" მთავარი გმირი ვერაფრით ვერ იქნებოდა. აქვე განვმარტავ, სანამ მავანნი სიამოვნებით და მეათასედ ბოღმის სტატუსს მომანიჭებენ: უბრალოდ კარგ ნამღერს, ან ძალიან მაგარ ნამღერს, ან სუპერ მაგარ ნამღერს (ყოველგვარი სკანდალის და მწვრთნელების ერთმანეთის "თმებით თრევის" გარეშე ჩამთავრებულ ამბავს ვგულისხმობ) არ გამოაქვეყნებდა ამდენი სააგენტო. და ჩემი "მძაფრი რეაქცია", სადაც პირადად შოთასთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია (!!!), თითქმის ყველა არსებულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. მოკლედ, ამბავი ატყდა და, შესაბამისად, დიდი პიარიც გაკეთდა... მაგრამ... : )

მგონი ცოტა უმადურად გამოუვიდა, როდესაც თავის ინტერვიუში უამრავი ქვეტექსტით არცთუ ისე კორექტულად შემეხო. ჩემი აღფრთოვანების საპასუხოდ ასეთი რეაქცია, ცოტა არ იყოს და... უმადურად გამოიყურება... : ) ამბობს რომ მხოლოდ იმ თიმში, რომელშიც ეხლა არის, შეძლებს პროფესიულ ზრდას - ანუ ჩემს თიმში ვერ განვითარდებოდა (აქ, მგონი ბიჭი გონზე არ არის თუ რას ვსაქმიანობ რეალურად და ზოგადად ვოისში რა გავაკეთე როგორც მწვრთნელმა... ) აქვე აღვნიშნავ რომ მწვრთნელის მუშაობა და ზოგადად კონკურსანტის პროგრესი სწორედ მაგდა ვასაძის მაგალითია. : ) მომკალით და კონკურსში გამარჯვებულს სხვა "ათას კონკურს გამოვლილ", საკუთარი კარგად გამჯდარი რეპერტუარის ხელუხლებლად დატოვებულ და მეათასედ გადამღერებულს ვერაფრით ვერ დავარქმევ მწვრთნელის პროგრესულ მუშაობას, იმედია ხვდებით, რომ თავად ამ გამარჯვებული კონკურსანტების მიმართ არანაირი უარყოფითი არ მიგულისხმია : ) მწვრთნელის მუშაობას და შემდგომ პროგრესს ვეხები მხოლოდ : )

ამგვარ "მწვრთნელთან პროგრესულ მუშაობაზე" ძალიან გამეცინა, და მეძახეთ ეხლა ისევ ბოღმა :დდ

შეურაცხყოფად მიმაჩნია ასევე, როდესაც ის საუბრობს "ანდერგრაუნდული გარეგნობის მიმართ ტრაფარეტულ დამოკიდებულებაზე" - ანუ მუსიკა კი არა, "შლაქსები" და "ფოჩები" მომეწონა :დდ მეტის (მუსიკის) აღქმის უნარით ვერ დამაჯილდოვა ღმერთმა :დდ

ცოტა ვერ მოზომა, როდესაც საუბრობს რომ ურჩევნია "ძლიერ კონკურენციაში" ბრძოლა. ქვეტექსტში იკითხება რომ ჩემი გუნდი სუსტია და გუნდი, რომელშიც მოხვდა - ძლიერი. : ) მომიტევეთ, და ჩემს უკვე დაკომპლექტებულ გუნდს რაც შეეხება, საუკეთესო კონკურსანტები მყავს, თან, რაც მთავარია, რამდენიმე ჟანრში (ამაში სულ მალე თავად დარწმუნდებით : )

ცოტა ვერ მოზომა აგრეთვე, როდესაც "პიროვნულ თავისუფლებაზე" და "რასაც გინდა, იმას გამღერებ"-ზე საუბრობს. მე დიქტატორი ვყოფილვარ :დდ (ამაზეც ძალიან გამეცინა და ორჯერ, სამჯერ ბოღმაც მიწოდეთ, თუ გაგიხარდებათ :დდ)

და ბოლოს... : ) რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება - სიუჟეტის დასაწყისში ნამღერი (ბლაინდისგან განსხვავებით) ვერაფრით ვეღარ მომეწონა და ვერანაირად ვერ ვნანობ რომ ეს ადამიანი გუნდში არ მყავს. ეს ბიჭი რომ მყოლოდა, ჩემი ძალიან მაგარი თიმის რომელიმე კონკურსანტი ვერ მეყოლებოდა : )

გკოცნით გეხვევით, თქვენი აგერ უკვე ათგზის "უბოღმესი ბოღმა" :))))", - წერს დარსმელიძე.

"ახალი ხმის" ახალი სეზონი დიდი აჟიოტაჟით დაიწყო. ქანთრის მომღერალმა შოთა ადამაშვილმა ჟიურის ოთხივე წევრი აღაფრთოვანა და მისი გადაბირების სურვილმა მწვრთნელების კონფლიქტი გამოიწვია. კონკურსანტმა დათო ფორჩხიძე აირჩია.

იხილეთ: "ახალი ხმის" ხმაურიანი გარჩევები

იხილეთ ვიდეო: "ახალი ხმის" კონკურსანტმა მწვრთნელებს ლამის მკვლელობა ჩაადენინა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს