სუნამო ახლად გამომცხვარი პურის არომატით

სუნამო ახლად გამომცხვარი პურის არომატით

ბრიტანეთის მცხობელთა ფედერაციამ (Federation of Bakers) გამოუშვა სუნამო Eau de Toast, რომელსაც ცხელი ტოსტის არომატი აქვს.

ახალი სუნამო ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინეს. ზოგიერთ მოდელს ახალი სუნამო ესხა კიდეც და პოდიუმზე კარამელის ნოტების შემცველი ახლად გამომცხვარი პურის სურნელი ტრიალებდა.

არომატის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს, მოდის სამყაროში პურისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს. "ზოგიერთი უარს ამბობს პურზე, რადგან ტანადობას უფრთხილდება, თუმცა თუკი პური ძველი რეცეპტითაა მომზადებული, მას სხეულისთვის ზიანი არ მოაქვს",  - აცხადებდნენ სუნამოს შემქმნელები.

სუნამო შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს და ის მხოლოდ ბრიტანეთის მაღაზიებში გაიყიდება.

მომზადებულია www.segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს