მასაჟი იმუნიტეტს ამაღლებს

 მასაჟი იმუნიტეტს ამაღლებს

მასაჟის პროცედურები მნიშვნელოვნად ამაღლებს იმუნიტეტს, რის წყალობითაც ორგანიზმის უნარი, გაუმკლავდეს ონკოლოგიურ დაავადებებს, უმჯობესდება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული Cedars-Sinai-ს სამედიცინო ცენტრის მეცნიერები.

მათი აზრით, უფრო მეტი ეფექტი შვედურ მასაჟს აქვს. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები ორ ჯგუფად გაყვეს, მათი ერთი ნაწილი ჩვეულებრივ, 40 წუთიანი მასაჟის პროცედურას იტარებდა, ჯგუფის მეორე ნახევარი კი შვედურ მასაჟს იკეთებდა.

პროცედურების შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეებს სისხლის ანალიზი აუღეს. აღმოჩნდა, რომ მათ ვინც შვედურ მასაჟს იკეთებდა, სისხლში ლიმფოციტების ხარისხი გაუმჯობესებული ჰქონდათ. ლიმფოციტები იმუნურ თავდაცვაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, მათ ორგანიზმში სტრესის ჰორმონის კონცენტრაცია დაბალი იყო.

მომზადებულია www.segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს