სახლის საქმეები ქალის ჯანმრთელობას ვნებს

სახლის საქმეები ქალის ჯანმრთელობას ვნებს

სახლის საქმეები ქალის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს.  

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დატვირთვისგან ყველაზე მეტად ქალის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზიანდება. მკვლევარებმა 100-ზე მეტი ქალი და კაცი გამოკითხეს, რომლებიც სამსახურში დადიან და გაარკვიეს, რომ მათ, ვინც დამატებით თავის თავზე ქვითრების გადახდა, პროდუქტების შეძენა და სახლის დალაგება აიღო, მაღალი არტერიული წნევა უფრო ხშირად აწუხებთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ასეთ ადამიანებს დასვენებისა და თავის მოვლის დრო არ რჩებათ. სახლის საქმეებს სერიოზული ემოციური დატვირთვა მოსდევს, რომელიც სტრესსა და დეპრესიაში გადაიზრდება.

მაღალი არტერიული წნევის გამომწვევია რუტინული საქმიანობა - დალაგება, საჭმლის მოზადება და რეგულარულად საყიდლებზე სიარული. ყველა ამ საქმინობას მუდმივი სტრესი სდევს თან, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობასთან და საკუთარი მოვალეობების საუკეთესოდ შესრულების სურვილთანაა დაკავშირებული. ჯანმრთელობაზე ნაკლებად მოქმედებს კომუნალური გადასახადების გადახდა, ავტომობილის რემონტი და ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვა. 

"უსაფრთხო" საოჯახო საქმეებს მეცნიერებმა ცხოველებზე მზრუნველობა მიაკუთვნეს.

მომზადებულია "Росбалт"-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს