შარბათი - სულთნების სასმელი

შარბათი - სულთნების სასმელი

ახალი ხილი, ჩირეული, ყვავილები, სანელებლები, თაფლი, შაქარი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ინგრედიენტისა თუ მათი შეხამებისა, რაც თურქული შარბათის (Türk Osmanlı şerbeti) სახელით ცნობილი, შესანიშნავი სასმლის დასამზადებლად გამოიყენება.

აღმოსავლელები მას ეთაყვანებიან, სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თურქები შარბათს სამკურნალო თვისებებსაც მიაწერენ, ამბობენ რომ ეს არომატული სასმელი სხეულს ენერგიას, სულს კი სიმშვიდეს ანიჭებს. სულთნების სასახლეებში ამ გასაოცარი სასმელით ბევრი აღფრთოვანებულა. განსაკუთრებით უყვარდა ეს ტკბილი სასმელი სულთან სულეიმანს, რომელიც, ლეგენის თანახმად, საუკეთესო სასმელის შემქმნელს უხვად აჯილდოებდა.

შარბათი აღმოსავლური ეგზოტიკის ერთ-ერთი ელემენტია. არაბული ჰგონიათ, თუმცა ამბობენ, რომ ამ სასმელის დამზადება არაბებმა ჩინელებისგან ისწავლეს.

ცხელი ზაფხული წარმოუდგენელია ცივი შარბათის გარეშე. ამ სურნელოვან, ფერად სასმელს უამრავი სახეობისას ამზადებენ და ყინულტან ერთად მიირთმევენ. მაგრამ არსებობს შარბათის დარიჩინიანი ცხელი სიროპებიც, ზამთრის დღეების გასათბობად.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს