ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ახალ იდეებზე ჯერ ნურავის მოუყვებით. გარდა ამისა, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ნუ დაიწყებთ ხალხისთვის მათთვის მიუღებელი საკითხის მტკიცებას.
კურო
საღამოს სანანებელი რომ არ გაგიხდეთ, დილით თქვენთვის უჩვეულო ქცევას არ გირჩევთ. უმჯობესია საქმეები კანონის დაცვით, იურისტთან კონსულტაციის შემდეგ მოაგვაროთ.
ტყუპი
კარგი დღეა ვარჯიშისა და სპორტული თამაშებისთვის. პროფესიული წინსვლისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ
კირჩხიბი
ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე ხართ და არ დააგდოთ ტემპი. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტთან კონსულტაციაც არ გაწყენდათ. საღამოს საქმიანი შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლის.
ლომი
მთელი დღე აზარტითა და სპორტული ინტერესით იქნებით შეპყრობილი. მოსალოდნელია სასიყვარულო თავგადასავალი, მოგზაურობა, სარეკლამო კამპანიის დაწყება.
ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლების პრობლემებს. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. მშობლებმა მეტი დრო გამონახეთ შვილებისთვის და დაეხმარეთ სწავლაში.