10 ყველაზე ცუდი ავტომობილის რეიტინგი შეადგინეს

10 ყველაზე ცუდი ავტომობილის რეიტინგი შეადგინეს

ბრიტანულმა გამოცემა Auto Express-მა ყველაზე ცუდი ავტომობილის სამომხმარებლო რეიტინგი შეადგინა, ავტომობილები ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 25 წლის მანძილზე იყიდებოდა.

პირველი ადგილი ექსპერტებმა მოდელ Rover CityRover-ს მიანიჭეს, რომლის წარმოებაც 2003 წელს დაიწყეს. ავტომობილი ბრიტანულმა კომპანია MG Rover-მა გამოუშვა. კომპანია წარმატებული გასული საუკუნის 50-60 წლებში იყო.

მიუხედავად გონივრული ფასისა - 7 000 ფუნტი, გაყიდვები ცუდმა ხარისხმა ჩააგდო. CityRover სადემონსტრაციო დარბაზებში დიდხანს არ მდგარა, 2005 წლის აპრილში Rover-ის წარმოება შეჩერდა.

მეორე ადგილს 1997 წლის Daihatsu Move იკავებს. ამ მანქანის სარეკლამო სლოგანი ასეთია: "უჩვეულო გარედან, ჭკვიანი შიგნიდან". მაგრამ მყიდველები მხოლოდ ექსტერიერს უყურებდნენ, რომელიც ნამდვილად უცნაური იყო და სხვა კომპაქტურ ავტომობილებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად საშინელი გარეგნობისა, ავტომობილი იაფი და საიმედო იყო.

 

მესამე ადგილს Mitsubishi Carisma იკავებს, რომელიც 1995 წელს გამოუშვეს. ასეთი სახელის ავტომობილი ელეგანტური და დასამახსოვრებელი უნდა იყოს, მაგრამ მყიდველებს Ford Mondeo-ს უცნობ "კლონს" სთავაზობდნენ.

მარკეტოლოგების შეფასებით, ეს მოდელი იაპონელი მწარმოებლების ყველაზე წარმატებული მცდელობა იყო, ევროპელების ყურადღება მიეპყროთ.

 

1990-იან წლებში კომპანია Suzuki-ი კროსოვერ Vitara-ს და როდსტერ Cappuccino-ს გაყიდვების წარმატებით ტკბებოდა. კომპანიამ ამ  ავტომობილებით ავტობაზარზე საკუთარი განსაკუთრებული ნიშა დაიკავა, მაგრამ მახინჯი X-90 განსაკუთრებული აღმოჩნდა, რაც მას რეიტინგში მეოთხე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

ორადგილიანი მინი-ჯიპი მსუბუქი ავტომობილის საბარგულითა და გადასახდელი თავით, ცუდ გზებზე მოძრაობისთვის ადაპტირებული არ იყო და საშინელი დიზაინი ქონდა. ამ მიზეზების ერთობლიობამ გამოიწვია ის, რომ X-90 ცუდად გაიყიდა და მისი გამოშვება შეწყვიტეს.

 

"უიღბლო" ავტომობილების რეიტინგს 2001 წლის Renault Avantime აგრძელებს, რომელიც საპატიო მეხუთე ადგილს იკავებს. პროგრესული დიზაინის დიდი ტევადობის უნივერსალმა 2002 წელს გამოცემა Auto Express-ის ექსპერტების მოწონება დაიმსახურა. მაგრამ მიუხედავად თაყვანისმცემლების არმიისა, ამ ავტომობილის გაყიდვები უმნიშვნელო იყო. მიზეზად კი ის სახელდება, რომ ავტომობილი ახალგაზრდებითვის, რომელთაც ავანგარდული დიზაინი მოსწონდათ, ძვირი, ხოლო ლუქსის ტიპის ავტომობილების კონსერვატიული მყიდველებისთვის ზედმეტად რევოლუციური იყო.

 

რეიტინგში ასევე მოხვდნენ 1988 წლის Skoda Estelle, 2001 წლის Lexus, SC 430 და 1992 წლის Nissan Serena, რომელიც ყველაფრით კარგი იყო, გარდა დინამიკისა: მანქანა 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 28 წამში კრეფდა.

"უიღბლო" ვატომობილების ბოლო სამეულში შევიდნენ: Citroen C3 Pluriel (2003), კაბლიოლეტი Chrysler PT Cruiser Convertible (2005) და პოლუნური FSO თავისი მოდიფიკაციით Fiat 125p.

მომზადებულია Auto Express-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს