ირაკლი კაკაბაძე - პუტინს და მიშას არჩევნებამდე ომის დაწყება უნდათ

ირაკლი კაკაბაძე - პუტინს და მიშას არჩევნებამდე ომის დაწყება უნდათ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ომის დაწყებას გეგმავენ. ამის შესახებ მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"პუტინი და მიშა კიდევ ერთ პროვოკაციას ამზადებენ და უნდათ არჩევნებამდე ომის დაწყება. ჩვენმა მოსახლეობამ ეს არ უნდა დაუშვას. არავინ წამოეგოს პროვოკაციაზე. ჯერ უნდა გავისტუმროთ ეს ჭირი", - წერს კაკაბაძე.

სტატუსის კომენტარებში კაკაბაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციას შესაბამისი ცნობების საფუძველზე ავრცელებს:

- რის საფუძველზე აკეთებთ ამგვარ განაცხადს ირაკლი?

ირაკლი კაკაბაძე: შესაბამისი ინფორმაციის.

- ხვალ აჭრელდება ქართული გაზეთები: "ირაკლი კაკაბაძემ პუტინისა და სააკაშვილის შეთქმლების თეორიას ფარდა ახადა!" :))

ირაკლი კაკაბაძე: თეორია არ არის, ფაქტია: მიშა კგბ-ს თანამშრომელია 1984 წლიდან. და პუტინი მისი კოლეგა კიდევ უფრო დიდ ხანს. ცხადია, ისინი ერთი და იგივე თამაშს თამაშობენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს