ამერიკელმა წვეულებაზე წასასვლელად საკუთარი გატაცება გაითამაშა

ამერიკელმა წვეულებაზე წასასვლელად საკუთარი გატაცება გაითამაშა

ამერიკელმა მამაკაცმა მეუღლის წინაშე საკუთარი გატაცება გაითამაშა, რომ ბიჭების წვეულებაზე წასულიყო. ინციდენტი ტეხასის შტატში, ედინბურგში მოხდა.

როხელიო ანდავერდემ მეგობრები დაითანხმა, რომ მის სახლში შევარდნილიყვნენ, გატაცება გაეთამაშებინათ და წვეულებაზე წაეყვანათ. ნიღბიანმა და იარაღიანმა მეგობრებმა რუხელიოს ცოლის თვალწინ ხელი სტაცეს და ავტომობილის საბარგულში ჩატენეს. მეუღლემ პოლიციაში დარეკა, მაგრამ "დამნაშავეებმა" კანონდამცველების მისვლამდე მიმალვა შეძლეს.

დილით სახლში დაბრუნებულმა როხელიომ მეუღლეს უთხრა, რომ გამტაცებლებმა იგი გამოუშვეს, მაგრამ პოლიციაში მამაკაცის მონათხრობი არ დაიჯერეს და ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს.

"ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა, ყველა ადამიანი, ვინც ცრუ ჩვენება მოგვცა, ციხეში ზის",-აცხადებს შერიფი გვადალუპე ტრევინო.

რა რეაქცია ქონდა როხელიო ანდავერდეს მეუღლეს სიმართლის გაგების შემდეგ, უცნობია.

მომზადებულია Metro-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს