ისტორიული პირების კბილის პროთეზები

ისტორიული პირების კბილის პროთეზები

21-ე საუკუნეში ყველაფერი შეიძლება ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ აქციო, მათ შორის ისტორიული პირების პროთეზები და კბილის მოვლის საშუალებები.

მაგალითად, აშშ-ში არის სტომატოლოგიის ეროვნული მუზეუმი, სადაც აშშ-ის დამფუძნებელი მამებიდან ერთ-ერთის, ჯორჯ ვაშინგტონის კბილის პროთეზი ინახება.

როგორც ცნობილია, ჯორჯ ვაშინგტონს მთელი ცხოვრება კბილების ტკივილი ტანჯავდა. ამიტომ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი სხვადასხვა  გამწმენდ საშუალებებს და წამლებს იყენებდა. ცნობილია, რომ მისთვის ერთ-ერთი კბილის პროთეზი ექიმმა ჯონ ბეიკერმა დაამზადა და ამისთვის სპილოს ძვალი გამოიყენა. როდესაც 1789 წელს ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, მას თავისი მხოლოდ 1 კბილი ჰქონდა.

ამავე მუზეუმში ინახება ასევე დედოფალ ვიქტორიას პირის ღრუს მოვლის საშუალებები, რომელთა  რაოდენობაც საკმაოდ დიდია. მე-19 საუკუნეში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ორალურ პრობლემებს. თუკი წარჩინებული ოჯახიდან იყავი, შეგეძლო პირადი სტომატოლოგიც გყოლოდა და ეს პრესტიჟის საკითხი იყო.

ცნობილია, რომ კბილის პროთეზს იყენებდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილიც. 2010 წელს მისი პროთეზი აუქციონზე იყო გატანილი და 23 700 დოლარად გაიყიდა.

თავის დროზე ჩერჩილის ეს პროთეზი ახალგაზრდა ექიმმა, დერეკ კადლიფმა შექმნა, ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ კი ის დანტისტის ბინაში ინახებოდა. პროთეზი აუქციონზე დანტისტის შვილმა, ნაიჯელმა გაიტანა.

ნაიჯელი აცხადებდა, რომ ჩერჩილი იმდენად აფასებდა თავის დანტისტს, რომ ომში წასვლის უფლებაც კი არ მისცა. "როცა მამაჩემს ფრონტზე გაწვევის ცნობა მოუვიდა, ჩერჩილმა ის თავად დაანაკუწა. მაშინ ჩერჩილს უთქვამს, რომ მამა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა, თუკი ლონდონში დარჩებოდა და მისი კბილების პროთეზზე იზრუნებდა".

საერთოდ, ადამიანები, რომლებსაც დიქციასთან პრობლემები აქვთ, მის დაფარვას ცდილობენ. უისტონ ჩერჩილი ასე არ ფიქრობდა. პირიქით, მას სურდა, რომ პროთეზის კონსტრუქციას მისი დიქციის თავისებურებებზე არ ემოქმედა.

"სიბრაზის დროს ჩერჩილი პროთეზს ოთახში მოისვრიდა ხოლმე. სროლის სიძლიერის მიხედვით იმის დადგენაც კი შეიძლებოდა,  ფრონტზე რამდენად რთულად მიდიოდა ბრიტანელთა საქმეები", - იხსენებდა მაშინ კადლიფი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს