ავღანეთში მამაკაცებისთვის აკვაპარკი გაიხსნა

ავღანეთში მამაკაცებისთვის აკვაპარკი გაიხსნა

კონსერვატიულ ავღანეთში პირველი აკვაპარკი გახსნეს. მაგრამ წყლის გორაკებზე სრიალი მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დაშვებული.

გართობის მსურველებმა პარკის  შესასვლელში შემოწმება უნდა გაირონ. გარდა ამისა, მკაცრი დრეს-კოდი მოქმედებს: მამაკაცებს მუხლამდე საცურაო შორტები უნდა ეცვათ.

აკვაპარკში სტუმრებს მრავალფეროვანი გართობა ელით - რამდენიმე აუზი, ჯაკუზი, საუნა, რესტორანი და დიდი გასართობი მოედანი ახალგაზრდებისთვის.

ქაბულის ცენტრში განთავსებული გასართობი კომპლექსი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულ მამაკაცებსაც იზიდავს.

"ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი კარგი აკვაპარკი გაიხსნა. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენს სამშობლოში რაღაც კეთდება",- აღნიშნა აკვაპარკის სტუმარმა ფაჰიმ ჰანმა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს